webinar register page

Webinar banner
ესტონური უნივერსიტეტების ონლაინ ინფო-სესია
ესტონეთის სამი ყველაზე დიდი უმაღლესი სასწავლებელი, ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, ტალინის უნივერსიტეტი და ტარტუს უნივერსიტეტი, გიწვევთ ონლაინ სესიაზე, სადაც მიიღებთ ამომწურავ ინფორმაციას საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების შესახებ.

ღონისძიებაზე განიხილება შემდეგი თემები:

* ინგლისურენოვანი საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები
* უნივერსიტეტში ჩაბარების პროცედურა
* დაფინანსებები
* სტუდენტური საცხოვრებლები
* ესტონეთში ცხოვრების ხარჯები და სხვა.

პრეზენტაციების შემდეგ შეხვედრა გაგრძელდება კითხვა-პასუხის რეჟიმში და თქვენ შესაძლებლობა გექნებათ დაუსვათ კითხვები შესაბამისი უნივერსიტეტის წარმომადგენელს.

პროგრამა (თბილისის დროით)
* 18:00 - 19:00: პრეზენტაციები ესტონეთისა და უნივერსიტეტების შესახებ
* 19:00 - 20:00: კითხვა-პასუხი

Facebook event: https://fb.me/e/2iTeTN8pz

Nov 30, 2020 04:00 PM in Helsinki

Webinar logo
* Required information
Loading

By registering, I agree to the Privacy Statement and Terms of Service.

Register

Speakers

Salome Khurtsidze
@ტალინის უნივერსიტეტი
მოგესალმებით, მე ვარ სალომე ხურციძე, ამჟამად ვსწავლობ ტალინის უნივერსიტეტში, საგანმანათლებლო ინოვაციისა და ლიდერობის სამაგისტრო პროგრამის მეორე კურსზე.
Alexander Chanadiri
@ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი
საერთაშორისო მარკეტინგის კოორდინატორი ტალინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში. უმაღლესი განათლებისა და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი. შეგიძლიათ დაუსვათ კითხვები ტალტექში ჩაბარებისა და სწავლის შესახებ და მიიღოთ ამომწურავი ინფორმაცია.
Juli Mukhadze
@ტარტუს უნივერსიტეტი
ჯული მუხაძე არის ტარტუს უნივერსიტეტის სტუდენტი. ის სწავლობს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის პროგრამის მე-2 კურსზე. ესტონეთში ჩამოსვლამდე ის სწავლობდა ქართულ სკოლაში, ხოლო შემდეგ გადავიდა უკრაინულ სკოლაში, რომლის კურსდამთავრებულიც გახდა. Ასე რომ თუ გაქვთ კითხვები ქვეყნიდან ქვეყანაში განათლების მიღების მიზეზით გადასვლაზე, შეგიძლიათ დასვათ ნებისმიერი კითხვა.